🔍 GAP ანალიზი

უფასო ISO GAP ანალიზი

შეავსეთ კითხვარი — AI დაგიანალიზებთ და შედეგს გამოაგზავნის

კომპანიის ინფორმაცია
მოგვაწოდეთ ძირითადი ინფო თქვენს ორგანიზაციაზე
არსებული მდგომარეობა
შეაფასეთ თქვენი კომპანიის ახლანდელი პოზიცია
საერთოდ არასრულად
არასდროსრეგულარულად
არასრულად
გამოწვევები და მიზნები
რა სირთულეებს აწყდებით და რა გსურთ მიაღწიოთ

GAP ანალიზი მუშავდება...

AI-ი აანალიზებს თქვენს პასუხებს და ამზადებს პერსონალიზებულ ანგარიშს

📊

GAP ანალიზის შედეგები

ISO მოთხოვნა მდგომარეობა Gap / სხვაობა პრიორიტეტი რეკომენდებული ვადა

🎯 StandardLine-ის კონსულტანტი დაგეხმარება GAP-ების დახურვაში. პირველი შეხვედრა — უფასოა!

უფასო კონსულტაცია →
ჩვენს შესახებ სერვისები სტანდარტები FAQ კონტაქტი უფასო კონსულტაცია
საქართველოს წამყვანი ISO საკონსულტაციო კომპანია

ISO სერტიფიკაცია — თქვენი ბიზნესის საერთაშორისო სანდოობა

StandardLine-ის გუნდი გეხმარებათ ISO სტანდარტების დანერგვასა და შენარჩუნებაში.

7+
ISO სტანდარტი
100%
სერტიფიცირების წარმატება
90 დღე
საშუალო ვადა
50+
სერტიფიცირებული კომპანია

ჩვენი სერვისები

პირველი ნაბიჯიდან სერტიფიცირებამდე და მის შემდეგაც

ISO სისტემის დანერგვა

ISO მართვის სისტემების დანერგვა მოიცავს ორგანიზაციის სრულ ანალიზს, პროცესების დოკუმენტირებას და პერსონალისთვის კომპეტენციის ამაღლებას. ჩვენ ვუზრუნველყოფთ ხარისხის მართვის სისტემის ეტაპობრივ დანერგვას და შენარჩუნებას ყოველდღიურ სამუშაო პროცესში.

  • Gap-ანალიზი
  • ISO დოკუმენტაცია
  • პროცედურების შემუშავება
  • გუნდის ჩართვა
დაწვრილებით →

სერტიფიკაციის მომზადება

სერტიფიკაციის პროცესი მოიცავს სისტემის სიღრმისეულ შემოწმებას, შეუსაბამობების იდენტიფიცირებასა და გამოსწორებას, სიმულაციური აუდიტის ჩატარებასა და სერტიფიკაციის ორგანოსთან ურთიერთობის მართვას.

  • შიდა აუდიტი
  • სიმულაციური სხდომა
  • ხარვეზ. გამოსწ.
დაწვრილებით →

ტრენინგები

სერტიფიცირებული კურსები გუნდისა და ხელმძღვანელებისთვის — სამ ფორმატში.

  • ISO 9001 ტრენინგი
  • აუდიტორის კურსი
  • HACCP ტრენინგი
  • ISO 17020 / 17024 ტრენინგი
დაწვრილებით →

შენარჩუნება და განახლება

სერტიფიკატი მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ ვუზრუნველყოფთ სისტემის მუდმივ ფუნქციონირებას უნიკალურად შემუშავებული მექანიზმებით.

  • ყოველწლიური აუდიტი
  • CAPA ანალიზი
  • მართვის სისტემის გაუმჯობესება
დაწვრილებით →

სტანდარტები, რომლებიც თქვენს ბიზნესს ზრდის

ვმუშაობთ საქართველოს ბაზარზე ყველაზე აქტუალური და მოთხოვნადი ISO მიმართულებებით

ISO 9001
ISO 9001
ხარისხის მართვა

ყველაზე გავრცელებული ISO სტანდარტი მსოფლიოში.

დაწვრილებით →
ISO 27001
ISO 27001
ინფორმაციული უსაფრთხოება

უსაფრთხოების გარანტი IT და ფინანსური სექტორისთვის — სავალდებულო სტანდარტი, რომელიც მაქსიმალურად ამცირებს კიბერ-რისკებს და იცავს თქვენი ბიზნესის მონაცემებს.

დაწვრილებით →
ISO 14001
ISO 14001
ეკომენეჯმენტი და გლობალური სტანდარტები

საერთაშორისო ბაზრებზე სულ უფრო მოთხოვნადი სტანდარტი, რომელიც ამცირებს გარემოზე მავნე ზეგავლენას და პასუხობს თანამედროვე ESG მოთხოვნებს.

დაწვრილებით →
ISO 45001
ISO 45001
შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტი

კრიტიკული სტანდარტი სამშენებლო და სამრეწველო სექტორისთვის. უზრუნველყოფს გუნდის დაცულობას და რისკების მინიმუმამდე შემცირებას.

დაწვრილებით →
ISO 17020
ISO 17020
ინსპექტირების ორგანოების აკრედიტაცია

საკვანძო სტანდარტი, რომელიც განამტკიცებს ბაზრის ნდობას და ადასტურებს თქვენი საქმიანობის მიუკერძოებლობასა და პროფესიონალიზმს.

დაწვრილებით →
ISO 17024
ISO 17024
პირთა სერტიფიცირების ორგანოები

გლობალური სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს სპეციალისტების კომპეტენციის შეფასებისა და სერტიფიცირების უმაღლეს კრიტერიუმებს.

დაწვრილებით →
ISO 17025
ISO 17025
საკალიბრო ლაბორატორიები

სტანდარტი, რომელიც უზრუნველყოფს ლაბორატორიული გაზომვების სიზუსტეს, მაღალ პროფესიონალიზმსა და კვლევის შედეგების გლობალურ სანდოობას.

დაწვრილებით →
ჩვენი გუნდი
ISO კონსულტანტი
ია
იოსებ აბაიშვილი
ISO კონსულტანტი
ISO 9001 | ISO 45001

ISO სტანდარტების დანერგვისა და სერტიფიცირების პრაქტიკოსი კონსულტანტი. სპეციალიზაცია ხარისხის მართვისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტებში.

ISO კონსულტანტი
გუ
გუნდის წევრი
ISO კონსულტანტი
ISO 27001 | ISO 14001

ინფორმაციული უსაფრთხოებისა და გარემოს მართვის სისტემების სპეციალისტი.

ISO ტრენინგ სპეციალისტი
გუ
გუნდის წევრი
ISO ტრენინგ სპეციალისტი
ISO 17024 | ISO 17025

ISO ტრენინგ-კურსებისა და ლაბორატორიული სტანდარტების სპეციალისტი.

ხშირად დასმული კითხვები

პასუხები ყველაზე გავრცელებულ კითხვებზე ISO სერტიფიცირების შესახებ

რამდენი დრო სჭირდება ISO სერტიფიცირებას?+
სერტიფიკაციისთვის საჭიროა საშუალოდ 3–6 თვე, კომპანიის ზომისა და არსებული მდგომარეობის მიხედვით.
რა ღირს ISO სერტიფიცირება?+
ფასი დამოკიდებულია ISO სტანდარტზე, კომპანიის ზომასა და სირთულეზე. ჩვენ ვთავაზობთ ინდივიდუალურ ფასს, უფასო GAP ანალიზი დაგვეხმარება ზუსტი შეფასებისთვის.
რა არის GAP ანალიზი?+
GAP ანალიზი აფასებს თქვენი კომპანიის ახლანდელ მდგომარეობას ISO სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობაში და სერტიფიცირებამდე გამოავლენს გაუმჯობესებისთვის საჭირო პროცესებს.
რომელი ISO სტანდარტი მჭირდება?+
ეს დამოკიდებულია თქვენი საქმიანობის სფეროს, ინდუსტრიასა და მიზნებზე. ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ საჭიროებების სწორად განსაზღვრაში.
სერტიფიკატი რამდენ ხანს მოქმედებს?+
ISO სერტიფიკატი მოქმედებს 3 წლის ვადით, ყოველწლიური საზედამხედველო აუდიტის პირობით. StandardLine უზრუნველყოფს მუდმივ მხარდაჭერას განახლებისა და მზადყოფნას აუდიტისთვის.
მუშაობთ პატარა კომპანიებთან?+
დიახ! ჩვენ ვმუშაობთ ყველა ზომის ბიზნესთან, სტარტაპებიდან მსხვილ კორპორაციებამდე. პაკეტები მორგებულია თქვენი ორგანიზაციის ზომასა და ბიუჯეტზე.
კონტაქტი

დაიწყეთ უფასო ISO შეფასებით

StandardLine-ის კონსულტანტი 24 საათში დაგიკავშ. Gap-ანალიზი უფასოა.

📍
მდებ.

თბილისი, საქართველო

✉️
ელ-ფოსტა

info@standardline.ge

📞
ტელეფონი

+995 32 000 00 00

🕐
საათ.

ორშ–პარ, 9:00–18:00

SL
StandardLine
ISO სერვისი

ISO მართვის სისტემების დანერგვა და სერტიფიცირება

ISO მართვის სისტემების დანერგვა მოიცავს ორგანიზაციის სრულ ანალიზს, პროცესების დოკუმენტირებას და პერსონალისთვის კომპეტენციის ამაღლებას. ჩვენ ვუზრუნველყოფთ ხარისხის მართვის სისტემის ეტაპობრივ დანერგვას და შენარჩუნებას ყოველდღიურ სამუშაო პროცესში.

100%
სერტიფიცირების წარმატება
90
საშუალო დღე სერტიფიცირებამდე
50+
სერტიფიცირებული კომპანია
7+
ISO სტანდარტი
🚀 დანერგვის პროცესი

დანერგვის 5 ეტაპი

გამჭვირვალე, ეტაპობრივი მიდგომა — Gap-ანალიზიდან სერტიფიკატის მოპოვებამდე

1

Gap-ანალიზი

არსებული სისტემის შეფასება ISO მოთხოვნების მიმართ

სისტემის შეფასებაISO მოთხოვნებისამოქმედო გეგმა
2

დაგეგმვა

ISO სამოქმედო გეგმის შემუშავება და გუნდის მომზადება

რისკების შეფასებაგუნდის ტრენინგიპასუხისმგებლობების განაწილება
3

დანერგვა

ISO მართვის სისტემის სრული დაპროექტება და ამოქმედება

დოკუმენტაციაპროცესების ინტეგრაციასისტემის ტესტირება
4

შიდა აუდიტი

სისტემის შემოწმება და ხარვეზების გამოვლენა სერტიფიცირებამდე

შიდა აუდიტიხარვეზების გამოსწორებასიმულაციური სხდომა
5

სერტიფიკაცია

ISO სერტიფიკატის მოპოვება და მიმდინარე მხარდაჭერა

სერტიფიკაციის მოპოვებაპროცესების შენარჩუნებაშემდგომი აუდიტისთვის მზადება

მზად ხართ დაიწყოთ?

პირველი Gap-ანალიზი სრულიად უფასოა. კონსულტანტი 24 საათში დაგიკავშირდება.

SL
StandardLine
ISO სერვისი

ISO სერტიფიცირებისთვის მოსამზადებელი ეტაპი

სერტიფიკაციისთვის მომზადება მოიცავს სისტემის სიღრმისეულ შეფასებას, შეუსაბამობების გამოვლენასა და კორექციას, სიმულაციური აუდიტის ჩატარებასა და სერტიფიკაციის ორგანოსთან ურთიერთობის სრულ კოორდინაციას.

100%
პირველ მცდელობაში
50+
სერტიფიცირებული კომპანია
7+
ISO სტანდარტი
✅ მომზადების პროცესი

სერტიფიკაციისთვის მოსამზადებელი ეტაპი

1

სისტემის სიღრმისეული შეფასება

არსებული ISO სისტემის სრული გადახედვა და შეუსაბამობების იდენტიფიცირება

სისტემის რევიზიაშეუსაბამობების იდენტიფიცირება
2

შიდა აუდიტი

სრულმასშტაბიანი შიდა აუდიტი სერტიფიკაციის ორგანოს მოთხოვნების შესაბამისად

შიდა აუდიტიანგარიშგებახარვეზების გამოსწორება
3

სიმულაციური შეფასება

სერტიფიკაციის პროცესის სრული სიმულაცია რეალური პირობების გათვალისწინებით

გუნდის მომზადებადოკუმენტების შემოწმება

მზად ხართ სერტიფიკაციისთვის?

გვიამბეთ სად ხართ — ჩვენ ვიტყვით რამდენი გჭირდება.

SL
StandardLine
ISO ტრენინგები

ISO ტრენინგ-კურსები

ISO სერტიფიცირებული ტრენინგ-კურსები საჯარო, კორპორაციული და ონლაინ სწავლების მეთოდით — ნებისმიერი დონის სპეციალისტისთვის.

ISO ტრენინგ-პროგრამები

საჯარო / კორპორაციული

ISO 9001 ტრენინგი

ხარისხის მართვის სისტემის სრული კურსი

📅 3 დღე🏆 სერტიფიკატით
  • ISO 9001:2015 მოთხოვნები
  • პროცესების მართვა და დოკუმენტაცია
  • რისკზე დაფუძნებული აზროვნება
  • დანერგვის პრაქტიკა
საჯარო / კორპორაციული

აუდიტორის კურსი

ლიდ-აუდიტორისა და შიდა აუდიტორის კურსი

📅 5 დღე🏆 საერთაშორისო სერტიფიცირება
  • აუდიტის დაგეგმვა და ჩატარება
  • ანგარიშგება და შეუსაბამობები
  • აუდიტის მეთოდოლოგია
  • პრაქტიკული სიმულაცია
საჯარო / კორპორაციული

HACCP ტრენინგი

სურსათის უვნებლობის მართვის კურსი

📅 2 დღე🍽️ სურსათის სექტორი
  • HACCP პრინციპები და სისტემა
  • საფრთხეების ანალიზი
  • კრიტიკული საკონტროლო წერტილები
  • დოკუმენტაცია და მონიტორინგი
კორპორაციული / ონლაინ

ISO 17020 ტრენინგი

ინსპექტირების ორგანოების კურსი

📅 2 დღე🔍 ინსპექტირება
  • ISO/IEC 17020 მოთხოვნები
  • ინსპექტირების ორგანოს კომპეტენცია
  • მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა
  • აკრედიტაციისთვის მზადება
კორპორაციული / ონლაინ

ISO 17024 ტრენინგი

პირთა სერტიფიცირების ორგანოების კურსი

📅 2 დღე🎓 პირთა სერტიფიცირება
  • ISO/IEC 17024 მოთხოვნები
  • სასერტიფიკაციო სქემის შემუშავება
  • გამოცდის პროცესის მართვა
  • აკრედიტაციისთვის მზადება

კურსი თქვენთვის და თქვენი გუნდისთვის

თქვენი კომპანიის საჭიროებებზე მორგებული ტრენინგ-პროგრამა

SL
StandardLine
ISO სერვისი

შენარჩუნება და განახლება

სერტიფიკატი მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ ვუზრუნველყოფთ სისტემის მუდმივ ფუნქციონირებას უნიკალურად შემუშავებული მექანიზმებით.

🔄 სასიცოცხლო ციკლი

სერტიფიკაციის 3-წლიანი ციკლი

ჩვენ ვუზრუნველყოფთ სისტემის მუდმივ ფუნქციონირებას და განახლებას

1

ყოველწლიური შეფასება

სერტიფიკაციის შენარჩუნებისთვის ყოველწლიური სავალდებულო შეფასება

2

ხარისხის სისტემის განახლება

ISO სტანდარტების ახალ ვერსიებთან ადაპტაცია და დოკუმენტაციის ყოველწლიური განახლება

3

სერტიფიკაციის განახლება

3-წლიანი სერტიფიკაციის ციკლის გაგრძელება

ISO სისტემის შენარჩუნება თქვენი ბიზნესისთვის

გვიამბეთ თქვენი ორგანიზაციის შესახებ — ჩვენი კონსულტანტი შემოგთავაზებთ ოპტიმალურ გადაწყვეტას.

SL
StandardLine

ჩვენ ვაშენებთ — თქვენ ვითარდებით

StandardLine არის საქართველოში სპეციალიზებული ISO საკონსულტაციო კომპანია. ჩვენ ვეხმარებით მცირე და მსხვილ ორგანიზაციებს ISO მართვის სისტემების დანერგვაში, შენარჩუნებასა და სერტიფიცირებაში.

50+
სერტიფიცირებული კომპანია
7+
ISO სტანდარტი
100%
სერტიფიცირების წარმატება
90
საშუალო დღე სერტიფიცირებამდე
კომპანიის შესახებ

ISO სტანდარტების დანერგვა — ჩვენი ძირითადი სპეციალიზაციაა

ჩვენი გუნდი აერთიანებს პრაქტიკოს კონსულტანტებს, რომლებსაც გააჩნიათ სხვადასხვა სექტორის ღრმა ცოდნა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის რეალური გამოცდილება. ყოველ პროექტს ინდივიდუალურად ვუდგებით — ვიცნობთ ბიზნეს-გარემოს, ვიცნობთ სტანდარტებს და ვიცით, როგორ შევაერთოთ ორივე.

სპეციალიზაცია

ISO სტანდარტების სრული სპექტრი — ერთი გუნდი, ერთი პარტნიორი

გამოცდილება

სერვისის განმახორციელებელი, კომერციული და სამრეწველო სექტორების ღრმა ცოდნა და გამოცდილება

მიდგომა

ყოველი პროექტი ინდივიდუალურად — სიზუსტე, გამჭვირვალობა, შედეგი

50+
სერტიფიცირებული კომპანია
7+
ISO სტანდარტი
100%
სერტიფიცირების წარმატება
90
საშუალო დღე სერტიფიცირებამდე
"ISO სტანდარტი ყველაზე ეფექტური მაშინ არის, როდესაც ის ორგანიზაციის ორგანულ ნაწილად იქცევა."
— StandardLine-ის კონსულტაციური გუნდი

მოგვიყვანეთ თქვენი ბიზნეს-გამოწვევა

პირველი Gap-ანალიზი სრულიად უფასოა. კონსულტანტი 24 საათში დაგიკავშირდება.

SL
StandardLine
კონსულტაცია

ISO 9001

ISO 9001

ხარისხის მართვის სისტემა

ISO 9001 სერტიფიკაციის შედეგად თქვენი ორგანიზაცია იზრდება და ვითარდება — სტანდარტი გაძლევთ საშუალებას შეხვიდეთ ახალ ბაზარზე, გაზარდოთ კონკურენტუნარიანობა და მოემზადოთ ახალი შესაძლებლობებისთვის.

1
კლიენტების კმაყოფილება

პროდუქტი და მომსახურება შეესაბამება კლიენტების მოთხოვნებს — სისტემატური პროცესების მეშვეობით.

2
პროცესების ეფექტიანობა

სამუშაო პროცესები გამარტივებულია — იზრდება პროდუქტიულობა და მცირდება ხარჯები.

3
საერთაშორისო სანდოობა

ISO 9001 სერტიფიკატი საერთაშორისოდ აღიარებული ხარისხის ნიშანია — ხსნის ახალ ბაზრებს.

4
ახალი ბაზრები

მრავალი ტენდერი და საერთაშორისო პარტნიორობა ISO 9001 სერტიფიკატს მოითხოვს.

ISO 9001 სერტიფიცირება თქვენი ბიზნესისთვის

პირველი Gap-ანალიზი სრულიად უფასოა. ჩვენი კონსულტანტი 24 საათში დაგიკავშირდება.

SL
StandardLine
კონსულტაცია

ISO 27001

ISO 27001

ინფორმაციული უსაფრთხოება

ISO 27001 არის ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის საერთაშორისო სტანდარტი. IT კომპანიებისა და ფინანსური ორგანიზაციებისთვის სულ უფრო სავალდებულო — ამცირებს კიბერ-რისკებს და იცავს კორპორატიულ მონაცემებს.

1
კიბერ-რისკების შემცირება

სისტემატური მიდგომა ინფორმაციული უსაფრთხოებაზე ამცირებს კიბერ-შეტევების რისკს და მათი შედეგების სიმძიმეს.

2
კორპორატიული მონაცემების დაცვა

კლიენტების, თანამშრომლების და ბიზნეს-ინფორმაციის კონფიდენციალობა სისტემატურად არის უზრუნველყოფილი.

3
კლიენტებისა და პარტნიორების ნდობა

ISO 27001 სერტიფიკატი ადასტურებს, რომ ორგანიზაცია პასუხისმგებლობით ეკიდება ინფორმაციის დაცვას.

4
მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობა

GDPR-სა და სხვა საერთაშორისო რეგულაციებთან შესაბამისობა — ბუნებრივი შედეგი ISO 27001 სტანდარტისა.

ISO 27001 სერტიფიცირება თქვენი ბიზნესისთვის

პირველი Gap-ანალიზი სრულიად უფასოა. ჩვენი კონსულტანტი 24 საათში დაგიკავშირდება.

SL
StandardLine
კონსულტაცია

ISO 14001

ISO 14001

გარემოს მართვის სისტემა

ISO 14001 ეხმარება ორგანიზაციებს გარემოზე ზეგავლენის მართვასა და შემცირებაში. ESG-ზე ორიენტირებულ ბაზრებზე ეს სტანდარტი სულ უფრო მოთხოვნადი გახდა — ხსნის ახალ ბიზნეს შესაძლებლობებს.

1
გარემოზე ზეგავლენის შემცირება

სისტემატური მიდგომა ენერგიის, წყლისა და ნედლეულის გამოყენებაზე — ეფექტიანობა და გარემოს დაცვა ერთდროულად.

2
ოპერაციული ხარჯების შემცირება

რესურსების ეფექტიანი გამოყენება პირდაპირ ასახავს ხარჯებზე — ეს ISO 14001-ის ერთ-ერთი მყისიერი სარგებელია.

3
ESG შესაბამისობა

ინვესტორები, პარტნიორები და კლიენტები სულ უფრო ხშირად ითხოვენ გარემოს სტანდარტებთან შესაბამისობის დადასტურებას.

4
მდგრადი ბრენდი

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა ბრენდის ღირებულებას ზრდის — თანამედროვე ბაზრის მოთხოვნაა.

ISO 14001 სერტიფიცირება თქვენი ბიზნესისთვის

პირველი Gap-ანალიზი სრულიად უფასოა. ჩვენი კონსულტანტი 24 საათში დაგიკავშირდება.

SL
StandardLine
კონსულტაცია

ISO 45001

ISO 45001

შრომის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება

ISO 45001 არის შრომის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მართვის საერთაშორისო სტანდარტი. წარმოების, მშენებლობის და სამრეწველო სექტორებისთვის კრიტიკული — იცავს თანამშრომლებს და ამცირებს ინციდენტებს.

1
სამუშაო ადგილის ინციდენტების შემცირება

პრევენციული სისტემა საფრთხეებს ადრევე ავლენს და გამორიცხავს — შრომის ადგილზე ტრავმების რიცხვი მცირდება.

2
სამართლებრივი შესაბამისობა

შრომის კანონმდებლობის მოთხოვნები ავტომატურად დაფარულია — ჯარიმებისა და სამართლებრივი რისკების ეფექტური მართვა.

3
გუნდის ნდობა და მოტივაცია

უსაფრთხო სამუშაო გარემო თანამშრომლების კმაყოფილებას ზრდის — პროდუქტიულობა და ლოიალობა იზრდება.

4
ბიზნეს-რეპუტაცია

ISO 45001 სერტიფიკატი ადასტურებს, რომ ორგანიზაცია ზრუნავს ადამიანებზე — ეს კონკურენტული უპირატ-ობაა.

ISO 45001 სერტიფიცირება თქვენი ბიზნესისთვის

პირველი Gap-ანალიზი სრულიად უფასოა. ჩვენი კონსულტანტი 24 საათში დაგიკავშირდება.

SL
StandardLine
კონსულტაცია

ISO 17020

ISO 17020

ინსპექტირების ორგანოები

ISO 17020 არის ინსპექციის ორგანოების კომპეტენციის, მიუკერძოებლობისა და თანმიმდევრული ფუნქციონირების აკრედიტაციის საერთაშორისო სტანდარტი.

1
ტექნიკური კომპეტენციის დადასტურება

ISO 17020 ადასტურებს, რომ ინსპექციის ორგანო ფლობს სათანადო ცოდნას, მეთოდოლოგიასა და ინფრასტრუქტურას.

2
მიუკერძოებლობა და სანდოობა

სტანდარტი უზრუნველყოფს ინსპექტირების პროცესში მიღებული გადაწყვეტილებების სრულ ობიექტურობას და გამორიცხავს ყოველგვარ ინტერესთა კონფლიქტს.

3
სახელმწიფო სტრუქტურ მოთხოვნები

საქართველოში ISO 17020 სახელმწიფო ტენდერებსა და ლიცენზირების პროცესებში სულ უფრო ხშირად მოითხოვება.

4
ბაზრის გაფართოება

სერტიფიცირებული ინსპექციის ორგანო ახალ სეგმენტებს ხსნის — შიდა და საერთაშორისო კლიენტებისთვის.

ISO 17020 სერტიფიცირება თქვენი ბიზნესისთვის

პირველი Gap-ანალიზი სრულიად უფასოა. ჩვენი კონსულტანტი 24 საათში დაგიკავშირდება.

SL
StandardLine
კონსულტაცია

ISO 17024

ISO 17024

ნდობის გარანტი პროფესიულ სერტიფიცირებაში

სტანდარტი აყალიბებს მკაცრ და გამჭვირვალე სისტემას პერსონალის კომპეტენციის შესაფასებლად. მისი დანერგვა უზრუნველყოფს თქვენ მიერ გაცემული პროფესიული სერტიფიკატების საერთაშორისო აღიარებას.

1
საერთაშორისო აღიარება

ISO 17024-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატები საერთაშორისო დონეზე აღიარებულია — ასე მცირდება ხელახალი სერტიფიცირების საჭიროება.

2
გამჭვირვალე შეფასების პროცესი

სტანდარტი განსაზღვრავს კომპეტენციის შეფასების სტრუქტურირებულ, სამართლიან და გამჭვირვალე მეთოდოლოგიას.

3
კომპეტენციის ობიექტური შეფასება

სერტიფიკაცია ეფუძნება ობიექტურ კრიტერიუმებს — ანუ სერტიფიკატის ფლობა ნამდვილ კომპეტენციას ადასტურებს.

4
ინდუსტრიაში ნდობის ამაღლება

ISO 17024 სერტიფიცირების ორგანოები სარგებლობენ სექტორში მაღალი ნდობით — ეს კლიენტებსა და დამქირავებლებს იზიდავს.

ISO 17024 სერტიფიცირება თქვენი ბიზნესისთვის

პირველი Gap-ანალიზი სრულიად უფასოა. ჩვენი კონსულტანტი 24 საათში დაგიკავშირდება.

SL
StandardLine
კონსულტაცია

ISO 17025

ISO 17025

სატესტო და კალიბრაციის ლაბორატორიები

ISO 17025 საცდელი და საკალიბრო ლაბორატორიების კომპეტენციის საერთაშორისო სტანდარტია. იგი ოფიციალურად ადასტურებს ლაბორატორიის ტექნიკურ შესაძლებლობებსა და მიღებული შედეგების აბსოლუტურ სანდოობას.

1
ტექნიკური კომპეტენციის დადასტურება

სტანდარტი ადასტურებს, რომ ლაბორატორიის პერსონალი, მეთოდოლოგია და აღჭურვილობა შეესაბამება საერთაშორისო მოთხოვნებს.

2
შედეგების სანდოობა და განმეორებადობა

ISO 17025 გარანტიას იძლევა, რომ სატესტო შედეგები ობიექტური, ზუსტი და განმეორებადია — ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ლაბორატორიაში.

3
საერთაშორისო აღიარება

ISO 17025-სერტიფიცირებული ლაბორატორიის შედეგებს საერთაშორისო კვლევებსა და ტენდერებში ცნობენ — ეს ახალ ბაზრებს ხსნის.

4
ხარისხის სისტემატური გარანტია

სტანდარტი ლაბორატორიას ხარისხის სისტემური კონტროლის მყარ საფუძველს უქმნის, სადაც მუდმივი გაუმჯობესების პროცესი ყოველდღიური საქმიანობის განუყოფელი ნაწილია.

ISO 17025 სერტიფიცირება თქვენი ბიზნესისთვის

პირველი Gap-ანალიზი სრულიად უფასოა. ჩვენი კონსულტანტი 24 საათში დაგიკავშირდება.

ტრენინგზე რეგისტრაცია

შეავსეთ ფორმა — ჩვენი გუნდი დაგიკავშირდებათ